უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ხვალ G7-ის საგანგებო სხდომა ჩაინიშნა

უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების გამო, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა საგანგებო სხდომა მოიწვიეს, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

შეხვედრაზე ზელენსკი სიტყვით გამოვა და რუსეთის მიერ უკრაინაში მოწყობილ ტერაქტებზე ისაუბრებს.

ზელენსკიმ G7-ის საგანგებო სხდომის ჩატარების თხოვნით თავმჯდომარე ქვეყანას გერმანიას დღეს მიმართა და კანცლერმა შოლცმა უკრაინის პრეზიდენტის ეს თხოვნა დააკმაყოფილა.