უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განახლებულ მონაცემებს ავრცელებს.

დაიღუპა 19 ადამიანი, 105 კი დაშავდა.

ცნობისთვის, გუშინ 10 ოქტომბერს დილით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვა ქალაქებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.