რუსეთმა Meta ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ფედერალური ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ამერიკული მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია Meta, რომელშიც გაერთიანებულია სოციალური ქსელები Facebook და instagram , ტერორისტულ და ექსტრემისტულ ორგანიზაციების ჩამონათვალში შეიყვანა.

რუსეთში Facebook-ისა და Instragram-ის მშობელი კომპანია Meta უკვე აკრძალული იყო, ხოლო ახალი აკრძალვა ბანკებს ავალდებულებს გაყინონ მათი ანგარიშები და შეაჩერონ მათი მომსახურება.

ცნობისთვის, მანამდე, 2022 წლის 21 მარტს მოსკოვის ტვერსკოეს რაიონულმა სასამართლომ Meta ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა. მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ რუსეთის მტკიცებით, Meta  უკრაინელებს რუსი სამხედროების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდების უფლებას აძლევს.