„ეს ინფორმაცია მორიგი ფანტაზია და ტყუილია” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის გადადგომაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მორიგი ფანტაზია და ტყუილია.

მისი თქმით, პატრიარქს ჰქონდა გადადგომის შესახებ ნათქვამი, თუმცა არანაირი თარიღი და ვადები დასახელებული არ იყო.

„პატრიარქს ჰქონდა გადადგომის შესახებ ნათქვამი, თუმცა არანაირი თარიღი და ვადები დასახელებული არ იყო. ალბათ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე ფიქრობდა ამას. მღვდელმთავრები ძალიან წინააღმდეგები იყვნენ ამის, სინოდის წევრებს სურთ, რომ პატრიარქმა გააგრძელოს საქმიანობა” – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.