„თუ გარდაცვალება დასაწყისია, გერმანიაში რატომ დაჰყავთ ეს გარდაცვალების აღსაკვეთად?” – თამარ ჩერგოლეიშვილი პატრიარქზე

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის სამძიმრის წერილს გამოეხმაურა.

წერილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპული მოზარდის მშობლებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„თუ გარდაცვალება დასაწყისია, გერმანიაში რატომ დაჰყავთ ეს გარდაცვალების აღსაკვეთად?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი დაშავებული 13 წლის გოგო მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.