“თქვენ მარგინალიზაციის გზაზე ხართ და პოლიტიკურ უფსკრულში მიექანებით…”

ზაზა მჟავია

„პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა“

მოვა დრო, ყველა ის ვირთხა, ვინც საქართველოს ხაზინიდან „მოტეხა“, კბილებით მოიტანენ რაც წაიღეს, მამა-პაპის დანატოვარს გაყიდიან და მაინც შეიტანენ ხაზინაში იმას და იმდენს, რაც მოიპარეს, ძალიან მალე მოვა ეს დრო! პოლიტიკას და საერთოდ სახელმწიფოს სადავეებს უნდა ჩამოშორდეს ყველა სულით ბინძური, უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკას ისეთი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას ბიზნესად განიხილავენ, რომელსაც სახელმწიფო თავისი საგვარეულო მიწის ნაკვეთი ჰგონია, ასეთმა  ვირთხებმა საქართველო შიგნიდან გამოხრეს!! ხელისუფლება არის ძალაუფლება, რომელიც პირადი სარგებელისთვის კი არა, სახელმწიფოს ინტერესებისთვის უნდა გამოიყენო, საზღვარგარეთ კი არა, მარსზე რომ ჰქონდეთ გადამალული სახელმწიფოსგან მოპარული, იმას მოატანინებ ხელისუფალი, თუ ამისი პოლიტიკური ნება არსებობს!..

ახლა ზოგიერთი ფარისევლის და მედროვის საყურადღებოდ!!! მე, ზაზა მჟავია ვარ, პროგრესულ–დემოკრატიული მოძრაობის წევრი, დიახ! მე ვარ დამწყები, ნაკლებად ცნობადი პოლიტიკოსი, მე პრეტენზია მაქვს ვიყო საქართველოს, ქართველების, საქართველოს მოქალაქეების, ჩემი სახელმწიფოს ერთი რიგითი ჯარისკაცი! მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ მართლმადიდებელი! დიახ! მე ვარ იურისტი და ვიცი რისი უფლება მაქვს, ვიცი სად და როგორ, რა ფორმით გამოვთქვა აზრი ისე, რომ არ შევლახო სხვისი უფლებები და არ მჭირდება ზოგიერთი ფარისევლის კორექტურა, რა ვთქვა, როგორ ვთქვა და როგორ გავაკეთო  პოლიტიკური განცხადება!

გიგი უგულავა, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება 50 000 000 –ის სახელმწიფო ხაზინიდან მითვისებას ედავებოდა, ის ერთი ჩვეულებრივი კრიმინალია, დღეს პომპეზურობით აჩვენებენ ტელევიზიით, თუ როგორ ტოვებს საპატიმროს, ამის მერე ხელისუფლებამ ვერ და არ უნდა თქვას , რომ ის სუვერენული ან დამოუკიდებელია, ვისი სცენარით თამაშობთ?! იმ გამწარებულ ადამიანებს, რომლებმაც სააკაშვილის ჯოჯოხეთი გამოიარეს, თქვენ სულში ჩააფურთხეთ! უგულავას გათავისუფლება თურმე აუცილებელი პირობაა ევროინტეგრაციისთვის და სამართლიანობის აღდგენა, ღირსება აყრილი ადამიანებისთვის ღირსების აღდგენა პროვინციალიზმი.

ასე დაიწყეთ სამართლიანობის აღდგენა ?!!!! თქვენ მარგინალიზაციის გზაზე ხართ და პოლიტიკურ უფსკრულში მიექანებით..

კომენტარის დატოვება