უმძიმესი ტრაგედია ქუთაისში – ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ თრომბოემბოლიით გარდაიცვალა, მას სამი შვილი დარჩა

ქუთაისში, ზუგდიდის სოფელ ნარაზენის მკვიდრი, 38 წლის ლიკა ჯანჯღავა გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი სამზარეულოში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ქალს სამი შვილი დარჩა.

„ყველაზე უმცროსი 1 წლისაა, უფროსი 17 წლის. სამივე მამასთან იყო მეორე ოთახში, შემოესმათ დაცემის ხმა და რომ მივიდნენ, ქალი უკვე გარდაცვლილი იყო“ – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, თრომბია.

წყარო: სენაკის ქრონიკა