დღეს სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის დასკვნითი სხდომა გაიმართება

დღეს, 15:00 სთ-ზე, სააპელაციო სასამართლოში „მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი გაიმართება.

მხარეები სხდომაზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავა.

არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილი განაჩენი სასამართლომ დღესვე წაიკითხოს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 3 წლითა და 6 თვით 2022 წლის 16 მაისს დააკავეს.

მას პროკურატურა ედავება „რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”