ოკუპანტებმა ბახმუტის საავადმყოფო დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ბახმუტის საავადმყოფო დაბომბეს. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.

„დღეს დილით რუსებმა ბახმუტი არტილერიით დაბომბეს – ადგილობრივ მრავალსპეციალისტურ რეანიმაციას დაარტყეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, შენობა კი ნაწილობრივ დაინგრა: სახურავი და კედლები დაზიანდა, ფანჯრები ჩაამსხვრიეს” – განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.