87 წლის მეცნიერმა ივანიშვილი გამოგონების მითვისებაში ამხილა – როგორ იშოვა ოლიგარქმა მილიონები სხვისი გამოგონებით

ოლიგარს ბიოლოგი ადანაშაულებს, რომ ბიო პროდუქტების დამზადების ფორმულა მიითვისა. 87 წლის მეცნიერმა ინტერვიუ „ტვ პირველს” მას შემდეგ მისცა, რაც „შაბათის ეთერში” გავიდა რეპორტაჟი, სადაც საუბარი ბიძინა ივანიშვილის ახალ ბიზნესიმპერიას ეხებოდა.

მეცნიერი, რომელმაც სასუქის დამზადების ფორმულა შეადგინა, კომპანიიდან გაუშვეს და მას არც თანხა გადაუხადეს, ივანიშვილი კი რუსულენოვანი შეფუთვით წარმოებული ბიო პროდუქტებით მილიონებს შოულობს.

კომპანიამ, რომელზეც შესაბამისობის დიპლომი რუსეთშია გაცემული, 16 მილიონიანი მოგება ნახა, საიდანაც 20 პროცენტი გამოგონების ავტორებისთვის უნდა მიეცათ. თუმცა ეს ასე არ მოხდა.

მეცნიერებს, რომლებსაც ოლიგარქმა გამოგონება მოჰპარა ახლა უკიდურესი გაჭირვების გამო, სახლის გაყიდვაც კი მოუწიათ.

წყარო: ტვ პირველი

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password