ოლიგარქის საიდუმლო შეხვედრა ილჰამ ალიევთან – ნახეთ რა მოხდა საქართველოში ალიევის ვიზიტის დროს

დღეს „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ჩამოსულ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს საიდუმლოდ შეხვდა.

მისივე განცხადებით, ალიევის ვიზიტით ივანიშვილმა გარეჯის გასხვისების პროცესი დაასრულა.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტით ოლიგარქმა ივანიშვილმა დაასრულა გარეჯის მეზობელ სახელმწიფოზე გასხვისების პროცესი, რის გამოც, ის აუცილებლად აგებს პასუხს სახელმწიფო ღალატისათვის.

მუხრან შატოში შეხვედრა მოხდა უპრეცედენტო ფორმატით, რადგან იქ წინასწარ შეპარული ბიძინა ივანიშვილი ელოდებოდა ილჰამ ალიევს. ეს ალბათ, მსოფლიო დიპლომატიაში არნახული შემთხვევაა, როდესაც არაფორმალური მმართველი ჩუმად დაძვრება მეზობელ სახელმწიფოთა ლიდერებთან შეხვედრაზე” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, ილჰამ ალიევი საქართველოში სამუშაო ვიზიტით გუშინ, 24 ოქტომბერს ჩამოვიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა, შემდეგ კი ალიევსა და ივანიშვილს შორის გასაიდუმლოებული შეხვედრა გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი კი აზერბაიჯანელ კოლეგას ვერ შეხვდა, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.