მერიის აუზზე მოზარდები მოიწამლნენ – ნახეთ რა გახდა მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი

მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტი თბილისში – მუშტაიდის ბაღთან მერიის საცურაო აუზზე, მოზარდები და მწვრთნელი, სავარაუდოდ ქლორის ზედოზირებით მოიწამლნენ. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

ისინი ამ დროისთვის სახლში მკურნალობენ.

ბავშვების მშობლები თბილისის მერიას გულგრილობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, მსგავსი ფაქტი ადრეც მოხდა და ნივთიერების შეცვლის მოთხოვნით, კალაძის უწყებას მიმართეს თუმცა უშედეგოდ.

„650 ლარის ეკონომია გაკეთდა ქლორზე და ძალიან მოიწამლნენ. ირაკლი გვილავას ვაცნობე….იმ დროს ბავშვები არა, პირველი მე დამარტყა შემდეგ შემპირდნენ, რომ ყველაფერს გამოასწორებდნენ, მერიაში ირაკლი გვილავამ ყველაფერი იცოდა არავინ არ გამოასწორა ეს საკითხი. მეორედაც, როდესაც მომივიდა ეს, ყველა მშობელს ვეუბნებოდი, რომ იწამლებიან ბავშვები და არ შეიძლება ამის სუნთქვა. იმავენაირად მერიიდან მოვიდნენ, გამოსწორდება ყველაფერი, დიდუბის გამგეობაში მისული ვიყავი, რომ რეაგირება მოეხდინათ, თუმცა როგორც ყოველთვის რეაგირება არ იყო და მესამე ეტაპზე, მეორე მწვრთნელიც მოიწამლა, მისი ყველა ბავშვი იმიტომ , რომ კარები იყო დახურული, მე როდესაც შევედი შაბათს ვიგრძენი, რომ იყო ქლორი. კარები გავაღე, ჩემი ბავშვებიდან არის 6 მოწამლული” – აცხადებს მწვრთნელი ნინო ქავზინაძე „მთავარ არხთან”.