სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა

აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ – ერთ სასტუმროში მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. ინფორმაციას „რუსთავი 2” ავრცელებს.

როგორც ამავე ტელეკომპანიისთვის ხდება ცნობილი, მან სასტუმროს ნომერი გუშინ დაიქირავა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა აფეთქება თვითმკვლელობის მიზნით განახორციელა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამ წუთებში მას ერთ- ერთ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება უტარდება.