დედასა და 2 მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა – ნახეთ ვიდეო

რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულე 30 წლამდე ქალს დაეჯახა, რომელსაც ხელში 7 თვის ჩვილი ეჭირა, ასევე ახლდა 7 წლის ბავშვი. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მძღოლის თქმით, მან გზაჯვარედინზე რამდენიმე ავტომობილი გაატარა და შემდეგ განაგრძო მოძრაობა რა დროსაც მოახდინა შეჯახება, სავარაუდოდ მანქანამ ქალს ფეხზე გადაუარა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

არსებული ინფორმაციით პაციენტები, მოტეხილობებითა და დაბეჟილობებით, თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში” შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

ნახეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=R3HS7tHZMXk