„ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს” – ჯო ბაიდენი

„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბაიდენს არ უსაუბრია თუ რას გააკეთებს კონკრეტულად აშშ-ის მთავრობა ირანის გასათავისუფლებლად.