„რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის 2 ომში ერთად” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიამ იმდენი ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის 2 ომში ერთად.

მისივე თქმით, რუსეთი რეალურ დანაკარგებს საზოგადოებას უმალავს.

„თავიანთ საზოგადოებას უმალავენ რეალურ დანაკარგებს. მათ მობილიზაციაც კი დამალეს და უბრალოდ ატყუებენ ხალხს, თითქოს, სამობილიზაციო პროცესი დასრულებულია. სინამდვილეში ისინი აგრძელებენ ხალხის შეკრებას როგორც საკუთარ ტერიტორიებზე, ასევე, ჩვენს ოკუპირებულ მიწებზე, რათა ისინი სიკვდილისთვის გაიმეტონ. ეს არის თანამდეროვე რუსეთის ხელისუფლების სიჯიუტე და სიყალბე, სწორტედ ასეთოვე ყალბია მათი განცხადებები, თითქოს, მზად არიან მოლაპარაკებებისთვის” – განაცხადა ზელენსკიმ.