ირანმა აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველად აღიარა, რომ ქვეყანა რუსეთის ფედერაციას „კამიკაძე-დრონებს” აწვდიდა. ამის შესახებ  IRNA იტყობინება.

„ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მიერ გამოწვეული აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და „კამიკაძე-დრონები“ მიაწოდა უკრაინის ომში დასახმარებლად, სრულიად არასწორია. რაც შეეხება უპილოტო მფრინავებს, ეს ასეა და ჩვენ რუსეთს უკრაინის ომამდე რამდენიმე თვით ადრე მივაწოდეთ მცირე რაოდენობით. ჩვენი პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ომის დასრულება, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და ლტოლვილების სახლებში დაბრუნება“ – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ ყველა ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ ირანმა რუსეთს დახმარება ვერ გაუწიოს.