საქართველოს კიბერ ფერხბურთი ნაკრების წარმატებული ასპარეზობა

საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრებმა წაუგებლად იასპარეზა. ჩვენმა გუნდმა FIFA23-ში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების ფარგლებში 4 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც 3 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა.

საქართველომ სლოვაკეთის, კვიპროსის და საბერძნეთის ნაკრებებს მოუგო, ისლანდიასთან კი ფრედ ითამაშა. ჩვენი გუნდის ღირსებას ლადო ონიანი, ნიკა ასათაშვილი, გიორგი გოგოლი და ნიკუშა ხევიაშვილი იცავენ.

საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრები ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე ჯგუფში შვეიცარიის, ბელგიის, უკრაინისა და საბერძნეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჯგუფური ეტაპი დეკემბერში დაიწყება. ტურნირამდე ჩვენი გუნდი კიდევ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრები ერთი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩამოაყალიბა და ზაფხულში FifaE Nations Cup-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password