490 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 75 930 (+490) ოკუპანტია განადგურებული. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 6 ნოემბრამდე ასეთია:

ტანკები – 2 765 (+7), ჯავშანტექნიკა – 5 611 (+10), საარტილერიო სისტემები – 1 781 (+5), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 391 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 202 (+0), თვითმფრინავი – 277 (+0), ვერტმფრენები – 260 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1465 (+3), ფრთოსანი რაკეტები – 399 (+0), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 191 (+7), სპეციალური ტექნიკა – 155 (+0).