ხელისუფლებამ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი – ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

მძიმე სამშაბათი ოლიგარქისთვის – ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება.

„საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ” – ვკითხულობთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

ცნობისთვის, აღნიშნულ ცვლილებას 47-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 5 კი წინააღმდეგ წავიდა.