საქართველოში კოვიდსტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვიურ კოვიდსტატისტიკას აღარ გამოაქვეყნებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია, რის გამოც კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს.

„კოვიდთან დაკავშირებულ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რუტინული სტატისტიკური ანგარიშგების მიზნით, დაინტერესებულ მხარეებს კი საჯარო წესით გაუზიარებს” – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.