ნიკა მელია 21:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს, 21:00 საათზე პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

სავარაუდოდ, განცხადება პარტიაში მიმდინარე მოვლენებს შეეხება.

ცნობისთვის, ენმ-ს წევრების ნაწილი ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ დღეს მათ საგანგებო განცხადება გააკეთეს.