სპეცოპერაცია თბილისში – არიან დაკავებულები

გვიან ღამით თბილისში, დიდუბეში სპეცოპერაცია ჩატარდა. წინასწარი ინფორმაციით, გორის ქუჩაზე 2 პირი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებაც, თუმცა რა სახის, კონკრეტულ დეტალებზე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლი სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა გაქირავებული იყო.