740 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 78 690 (+740) ოკუპანტია განადგურებული.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 10 ნოემბრამდე ასეთია: ტანკები – 2 804 (+3), ჯავშანტექნიკა – 5 682 (+16), საარტილერიო სისტემები – 1 805 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 393 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 205 (+0), თვითმფრინავი – 278 (+0), ვერტმფრენები – 260 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1499 (+16), ფრთოსანი რაკეტები – 399 (+0), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 242 (+11), სპეციალური ტექნიკა – 159 (+0).