მიკოლაევის ოლქი ოკუპანტებისგან სრულად თავისუფალია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაევის ოლქი ოკუპანტებისგან სრულად გაათავისუფლეს.

რადას სახალხო დეპუტატი რომან კოსტენკო, რომელიც ოლქის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფება ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები მიკოლაევის გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიკოლაევის ოლქი მტრებისგან სრულად არის გათავისუფლებული. ახლა ჩვენი სამხედროები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას” – განაცხადა კოსტენკომ.