76 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ქარელის ერთ-ერთ სოფელში 26 წლის კაცმა 74 წლის ქალის გაუპატიურება სცადა. სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეს ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

სასამართლომ დღეს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელა.

მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა დაკავებული 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატ ნაირა გიგიტაშვილის თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ დევს.

საქმეზე გამოძიება 19 137-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.