აფეთქება სტამბოლში – დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

სტამბოლში, ისტიკლალის გამიზრზე აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, დაიღუპა 5-ზე მეტი ადამიანი.

ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივი მედიაში მომხდარს სავარაუდო ტექრაქტის უკავშირებენ და წერენ, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.