650 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში დაახლოებით 80 860 (+650) ოკუპანტია განადგურებული.

უკრაინაში ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი 24 თებერვლიდან 13 ნოემბრამდე ასეთია:

ტანკები – 2 840 (+2), ჯავშანტექნიკა – 5 742 (+12), საარტილერიო სისტემები – 1 837 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 393 (+0), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 206 (+1), თვითმფრინავი – 278 (+0), ვერტმფრენები – 261 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1507 (+1), ფრთოსანი რაკეტები – 399 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 295 (+16), სპეციალური ტექნიკა – 160 (+0).