ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

ლევან ხაბეიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა – ამის შესახებ მან განცხადება პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„რამდენიმედღიანი კონსულტაციების შედეგად ჩემს  მეგობრებთან თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა” – განაცხადა ხაბეიშვილმა.