დავით კეზერაშვილმა ამერიკული უნივერსიტეტი გახსნა

დავით კეზერაშვილმა კიევში ამერიკული უნივერსიტეტი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გიგი უგულავა ავრცელებს, რითიც ეხმაურება კურტ ვოლკერისა და დავით კეზერაშვილის შეხვედრის შესახებ მედიაში გავრცლელებულ ფოტოს.

როგორც გიგი უგულავა წერს, აღნიშნული შეხვედრა სწორედ ამ უნივერსიტეტს უკავშირდებოდა.

„დღეს „ოცნებამ” ფაქტობრივად აღიარა, რომ ამერიკელ დიპლომატებს არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დასდევს. დიდი რიხით გვანახეს ფოტო, სადაც დავით კეზერაშვილი ამერიკელ დიპლომატ კურტ ვოლკერთან ერთად ლონდონის ერთ ერთ რესტორანში სადილობს. ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბიც გაითხარა – მტერი გამოაშკარავებულია! კურტ ვოლკერი უდგას ამერიკის სახელით სათავეში ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას.
რა აკავშირებს დავით კეზერაშვილს კურტ ვოლკერთან. კიევში ცოტა ხნის წინ დავით კეზერაშვილის ხელშეწყობით გაიხსნა ამერიკული უნივერსიტეტი, რომლის ბორდის თავმჯდომარე არის ბატონი ვოლკერი.
გარდა ამისა ვოლკერი წლები იყო ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, მუშაობად სხვა და სხვა ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე, იყო ამერიკის ელჩი ნატოში და საქართველოს ყველაზე დიდი ამერიკელი მეგობრის ჯონ მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი. ამ უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიის კადრები ტელევიზიით გადაიცა უკრაინაშიც და საქართველოშიც, სადაც ვოლკერი კეზერაშვილი, კიევის მერი კლიჩკო და ბევრი სხვა ოფიციალური პირიც იყო. ეს არათუ დასამალი, საამაყო საქმეა. ასე რომ აქ დაფარული და საიდუმლო არაფერია.
ახლა როცა გავიგეთ ვინაა კურტ ვოლკერი, დავუბრუნდეთ ოცნების “შეხვედრებს”. ვინ ლაპარაკობს! რუს ოლიგარქ ევტუშენკოვს რომ ეჭუკჭუკება და Будем держатся вместе-ო პირდება?! ვინც, ბელორუსში საიდუმლოდ ბორტნიკოვს ხვდება?! სავარაუდოდ იარაღით დატვირთულ ირანულ თვითმფრინავებს ცას უხსნის?! ეს ხალხი ლაპარაკოს კურტ ვოლკერზე
“ქართული ოცნება”, აბა ხელი მოისვით, ხომ კარგად ხართ?” – წერს გიგი უგულავა.