გიორგი ჩალაძემ ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

გიორგი ჩალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურა მოხსნა.

„საჭიროა ერთად დასხდომა და საუბარი. ეს საქმე უნდა დაწყებულიყო გასულ წელს, 3 ოქტომბერს. პრეზიდენტი სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირებაა საჭირო. შესაბამისად, ჩემთვის ყველაფერი სხვა არის მეორეხარისხოვანი. დღეს ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას ვუსმინე, შეხვედრებზე ვიყავი და სამწუხაროდ, ვერ შევძელი მასთან პირადად საუბარი. საჭიროა, დასხდნენ ერთად. მინდა, ვთქვა, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მე აღარ დავაყენებ არჩევნებზე ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, უნდა იყოს ფართო კონსენსუსი. ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის. ძალიან მომწონს და ვიღებ ამ ნათქვამს ისე, როგორც არის ზუსტად ის, რაც დავასახელე, ჩვენი ხალხის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერების, ჩვენი ქვეყნის ერთგული ხალხის სურვილი. იმედი მაქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ” – განაცხადა  ჩალაძემ.

ლევან ხაბეიშვილმა დღეს ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. მან ჩალაძეს შესთავაზა, რომ შეიქმნას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური შტაბი, რომლის ხელმძღვანელიც გიორგი ჩალაძე იქნება.