„საწვავის ფასის მატებამ განაპირობა სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა” – ალექსანდრე კობაიძემ აქცია გამართა

უფლებადამცველმა, ალექსანდრე კობაიძემ საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით აქცია გამართა.

კობაიძე წერს, რომ საწვავის ფასის მატებამ სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობა.

„საწვავის ფასების ზრდამ განაპირობა სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდა. მეტად ვიაქტიუროდ სოციალურ პრობლემებზე, თორემ ისე მიდის საქმე ჩვენს ქვეყანაში უმცირესობაში ქართველები აღმოვჩნდებით.
მთელი საქართველო საქართველოდან არის წასული, ან მიდის. ხოლო ოცხო ქვეყნის თესლი უფროდაუფრო ფეხს იკიდებს ჩვენს ქვეყანაში!!!” – წერს ალექსანდრე კობაიძე სოციალურ ქსელში.