გურჯაანში მაღაზიის აფეთქება სცადეს – ამ დრომდე დაკავებული არავინ არის

გურჯაანში, სოფელ კარდენახში, გვიან ღამით ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის აფეთქება სცადეს.

წინასწარი ინფორმაციით, უცნობმა პირმა მაღაზიას სავარაუდოდ, ორი ხელყუმბარა ესროლა და ორიდან, ერთი აფეთქდა, რამაც მაღაზიის ვიტრინა დააზიანა.

აფეთქების შედეგად, დაშავებულები არ არიან, რადგან სავარაუდოდ, შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გვიან ღამით 2-დან 3 საათამდე შუალედში გაიგეს.

ჯერჯერობით მომხდარის მიზეზი უცნობია. ამ დრომდე არ არიან დაკავებულებიც.