ავტოსაგზაო შემთხვევა თელეთი-თბილისის გზაზე – არის მსხვერპლი

თელეთი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის გოგო დაიღუპა. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, გოგო გზაზე გადადიოდა რა დროსაც სწრაფი სიჩქარით მოძრავი „ოპელის” მარკის ავტომობილი შეეჯახა. ახალგაზრდა გოგო ადგილზევე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებულია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მძღოლი.