კიდევ ერთ გლოვოს კურიერს ავტომობილი დაეჯახა

ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჯიპი მოპედს დაეჯახა. ინფორმაციას „ჩემი ქალაქი მკლავს”ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მოპედის მძღოლს ფეხი აქვს მოტეხილი.

„გუშინ მოპედის მძღოლი სატვირთოს დაეჯახა, სამწუხაროდ მძღოლი ადგილზე დაიღუპა,
ნუ იკლავთ თავს , იარეთ ფრთხილად” წერია ინფორმაციაში.