ხაშურში მონაზონი სასტიკად სცემეს – დედა ანას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული

ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში გუშინ მონაზონი სცემეს. 70 წლის დედა ანას უცხო პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს.

დედათა მონასტრის მკვიდრი მძიმე დაზიანებებით თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა შემდეგ მისი ეტაპირება თბილისში გახდა საჭირო.

მონასტერი დაკეტილია, პოლიცია კი დამნაშავეს ეძებს.

როგორც ეკლესიაში მყოფი მრევლი ამბობს, შემთხვევა გუშინ, 6 საათზე მოხდა და დედაო სასტიკად არის ნაცემი.

„ვიღაცა მისულა მონასტერში და უცემია დედაო. ძალიან არის ნაცემი, გადაიყვანეს ჯერ ხაშურის კლინიკაში, შემდეგ თბილისში. მრევლმა წაიყვანა. ფაქტი გუშინ, დაახლოებით 6 საათზე მოხდა” – აცხადებს „პირველებთან” მრევლი.

მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password