„ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილია” – დავით კირკიტაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით კირკიტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად გახდომისთვის „მინიმალური ფილტრის” დაკმაყოფილებაა საჭირო.

„ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს სამუშაო ჯგუფს და არ გამოიყურება სოლიდურად მხოლოდ სურვილების გამოხატვა. ისე ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს, კარგად გვახსოვს ვინ ვინ დააბრუნა ოფისში, თორემ ელექტორალური ფასი ვის როგორი აქვს – იხილეთ თელავის მაჟორიტარული ოლქის შედეგები 2020-ში” – წერს დავით კირკიტაძე.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password