ოზურგეთში 2 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთში 2 წლის ბავშვი ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას „გურია ნიუსი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი მეორე სართულიდან გადავარდა, ის კლინიკაში მიიყვანეს, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.