[video] ძლიერი ხანძარი ბათუმში – იწვის რესტორანი

ამ წუთებში ძლიერი ხანძარია ბათუმში, სადაც ვოქსის ცათამბრჯენი იწვის.

საუბარია საცხოვრებელ კორპუსზე, რომლის ბოლო სართულზეც რესტორანია განთავსებული.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ცეცხლი სხვა სართულებზეც  გადადის. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნახეთ ვიდეო: https://fb.watch/hvfuIKVLDN/?mibextid=cr9u03