გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი ინციდენტიდან 24 საათის შემდეგ დააკავეს
გიორგი კირთაძეზე თავდასხმაში ბრალდებული, ბათუმელი იოსებ სირაბიძე დაკავებულია. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სირაბიძე პოლიციის განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს, აჭარაში ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს.
მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმის კადრები არსებობდა, სამართალდამცველებმა ის ინციდენტიდან თითქმის 24 საათის შემდეგ დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.