დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა

დღეს, 21 დეკემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაბადების დღეა.

დიდი ხნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დაბადების დღეს სამშობლოში უკვე მეორედ ხვდება. ვინაიდან ის პოლიტიკურ ტყვეობაშია, წინა იუბილეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდა, ახლა კი „ვივა მედში” საკნად ქცეულ პალატაში ხვდება.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია, რაც ნათლად ჩანს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებიდან, რომელიც უწყებამ მესამე პრეზიდენტის ღირსების შელახვის მიზნით გაასაჯაროვა.

დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს ოჯახი, ადვოკატები, მედიკოსები, მესამე სექტორი, ევროპარლამენტარები და უკვე უკრაიანის პრეზიდენტიც.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ, ევროპის რომელიმე ქვეყანაში, აშშ-ში ან უკრაინაში.

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა საათობრივად უარესდება, მმართველი გუნდი კი პოლიტიკურ შურისძიებას განაგრძობს, რითიც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.