გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი გირაოთი გაათავისუფლეს
გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი იოსებ სირაბიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლემ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე აეკრძალა კირთაძესთან მიახლოება.
„ეს იყო შეცდომა, უფრო სწორად დანაშაული, რომელიც აღარ განმეორდება” – განაცხადა ბრალდებულმა სირაბიძემ პროცესზე.
შეგახსენებთ, 19 დეკემბერს „ფორმულას” პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სირაბიძე, გიორგი კირთაძეს თავს დაესხა და კვერცხი ესროლა.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.