შიმშილობის მე-9 დღეს, დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს

შიმშილობის მე-9 დღეს, ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც მისი თანაგუნდელები აცხადებენ, მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, რის გამოც კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს.