მოქალაქეები ერთმანეთს მანქანის სიგნალის გამო დაუპირისპირდნენ | მათ გაშველებას პოლიციის 6 ეკიპაჟი დასჭირდა

თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მოქალაქეები ერთმანეთს მანქანის სიგნალის გამო დაუპირისპირდნენ. ერთმა მძღოლმა მეორეს დაუსიგნალა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაპისპირებული მძღოლების გაშველებაში ათობით მოქალაქე მონაწილეობდა და ადგილზე საპატრულო პოლციის 6 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.