#მიშასსიცოცხლისთვის – 12 საათზე საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

დღეს, 12 საათზე საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სასამართლო პროცესი გაიმართება.

პოლიტპატიმარი პრეზიდენტის გადარჩენის მოთხოვნით, მისი მხარდამჭერები პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც ცნობილია, მესამე პრეზიდენტი სხდომაზე დასწრებას ონლაინრეჟიმითაც ვერ შეძლებს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.

სხდომაზე დასწრების რეკომენდაცია, არც  „ვივა მედის” დირექტორმა გასცა.