რა ეღირება დღეს დოლარი? – ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6990 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7072 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8809 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8464 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0345 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.