სენაკში მიკროავტობუსს ხე დაეცა – არიან დაშავებულები

სენაკში სამგზავრო მიკროავტობუსს ხე დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაშავდა.

დაშავებულები სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მესამე დღეა სამეგრელოში ძლიერი ქარია, რამაც რეგიონში პრობლემები შექმნა.

წყარო: „გურია ნიუსი”