თბილისი-ზუგდიდის მატარებელი სენაკის რკინიგზის სადგურიდან გადაადგილებას ვერ ახერხებს

თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებელი, რომელიც ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა, ერთ საათზე მეტია სენაკის რკინიგზის სადგურშია გაჩერებული და გადაადგილებას ვერ ახერხებს.

მგზავრების ინფორმაციით, მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებაა.

საქართველოს რკინიგზას მომხდარზე განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.