ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ავტომობილი დაზიანდა

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ავტომობილი დაიმტვრა. დაშავებული არავინაა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა ავტომობილმა არასწორი მანევრი გააკეთა და სხვა მანქანებიც დააზიანა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული.

წყარო: „მთავარი არხი”.