დნიპროში კორპუსის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა – დაშავებულებს შორის არიან ბავშვები

ოკუპანტების მიერ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 27 სამოქალაქო პირი, რომელთა შორის 6 ბავშვია.

დღეს ოკუპანტებმა დნიპროში საცხოვრებელი უბანი დაბომბეს. ერთ-ერთი კორპუსი მთლიანად ჩამონგრეულია. სამაშველო სამსახურები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

ნახეთ ასევე:ოკუპანტებმა დნიპროში კორპუსები დაბომბეს